15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 12:52:54, 2230 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს

„საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს“, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარგუს ცაკნამ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატო-ს წევრი და საერთო მისიებში თავისი წვლილი შეაქვს.

„მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატო-ს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში. ესტონეთი საქართველოსთვის საუკეთესო მეგობარია. ყველა ფორუმზე ვახსენებ საქართველოს, იმიტომ, რომ ჩვენსავე ინტერესებში შედის რუსეთს რუხი ზონები არ დავაშენებინოთ. ჩვენ მოკავშირეების გვერდით უნდა დავდგეთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ალიანსის წევრი არ არის“, - აღნიშნა მარგუს ცაკნამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics