00:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 10:57:36, 680 ნახვა

რეგიონი
თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის  56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან  საავტომობილო გზა სრულად  გაწმენდილია.

დეპარტამენტის ცნობით, გზაზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა  და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24 საათიანი ინტენსიური  სამუშაო რეჟიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი  600 მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად  განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს.

ამ დროისათვის დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს, როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთასვლელები რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება,წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.

 როგორც მოგეხსენებათ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი  დაფარა და  მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics