|
2017-06-14 09:36:38, 2094 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ. ფ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი, „SAVZ 24“-ის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სხვადასხვა კალიბრის 52 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)