00:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 20:49:59, 746 ნახვა

რეგიონი
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

„დელტას“ ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლის მასები საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში გავრცელდა და დაემატა ადგილობრივად  წარმოქმნილი  შიდამასიური ტიპის ღრუბლებიც.

„ნალექმა სამხრეთ-დასავლეთიდან რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ  80-100 % შეადგინა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 45 მმ იყო.

რაკეტებით დამუშავება საგარეჯოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვით  ოთხ ეტაპად განხორციელდა.

საბოლოო ჯამში აქტიური ზემოქმედების შედეგად  ნალექის უმეტესი ნაწილი ოთხივე რაიონში  მსხვილი წვიმის სახით ჩამოიცალა. 

ჩამოყალიბებლი სეტყვის მარცვლების ჩამოცლა  მხოლოდ  საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა და მისი სხვა  რაიონებზე გავრცელება თავიდან იქნა არიდებული.

რეგიონში ღრუბლის მასების შემოსვლა ამ დრომდე გრძელდება და სისტემა აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics