|
2017-06-09 13:34:04, 2170 ნახვა
სამართალი
„გადასახადის გადამხდელთა კავშირსა“ და ვანო ჩხარტიშვილს შორის სასამართლო დავა შეწყდა
„გადასახადის გადამხდელთა კავშირსა“ (ყოფილი „საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია“) და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. „დავის საგანი იყო თბილისში, გერგეთის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც 2008 წელს ვანო ჩხარტიშვილის კომპანიაზე გასხვისდა. ქონების შემძენმა მაშინ აიღო ვალდებულება, რომ ფედერაციას გარკვეული თანხის ექვივალენტ ფართს ახალ შენობაში გადასცემდა, მაგრამ ფედერაციის საქმიანობის შეწყვეტის გამო არ არსებობდა სუბიექტი, რომლის მიმართაც ვანო ჩხარტიშვილის კომპანია თავის ვალდებულებას შეასრულებდა. გასული წლის თებერვალში ბიზნესმენთა ფედერაცია აღდგა და შეიქმნა პირობები არსებული ვალდებულების შესასრულებლად. მიუხედავად ვანო ჩხარტიშვილის მზადყოფნისა, ფედერაციის წინაშე აღებული ვალდებულებები უპირობოდ და ოპერატიულად შეესრულებინა, საქმე მაინც გახდა სასამართლო დავის საგანი. მისასალმებელია, რომ გაუგებრობას ბოლო მოეღო, დავა შეწყდა და ფედერაციის წინაშე არსებული ვალდებულებები სრულადაა შესრულებული“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)