07:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 16:13:39, 2604 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს - ადვოკატის თქმით, ის აწამეს

აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ნიჟატ ამირასლანოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში აწამეს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ამირასლანოვი 22 მაისს დააკავეს და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, 3 ივნისს ჟურნალისტს განაჩენი უნდა გაესაჩივრებინა, თუმცა ამის ნაცვლად მან თავი დამნაშავედ ცნო.

ჟურნალისტის ადვოკატის ელჩინ სადიქოვის განცხადებით, ის ჟურნალისტს შეხვდა და ნახა, რომ ამირასლანოვს კბილები არ ჰქონდა. ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე დღით ადრე მისი დაცვისქვეშ მყოფი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

"როდესაც ვკითხე ამირასლანოვს, თუ რა მოუვიდა მის კბილებს, მითხრა რომ, უბრალოდ ჩამოუვარდა", - განაცხადა ადვოკატმა.

სადიქოვის თქმით, მან ნახა თუ როგორ მიუთითებდა მოსამართლის თანაშემწე მის კლიენტს რაღაცას და ვარაუდობს, რომ ამირასლანოვს დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს.

სადიქოვი ძალადობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics