16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 11:39:09, 2374 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული აქტივისტი, მათ შორის აფხან მუხთარლი

ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფხან მუხთარლის საქმეს ყურადღებით დააკვირდება, - ამის შესახებ ევროპული კავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა დაკავებული აქტივისტი, მათ შორის აფხან მუხთარლიც.

„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, უფლებადამცველების გატაცება და თვითნებურად, უკანონოდ დაკავება - როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. აზერბაიჯაის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას უკავშირდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოელის, რომ კანონის მოთხოვნები და  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაცული იქნება.

"უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ნათლად აღნშნავს, რომ „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას“. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics