02:01 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:27:24, 2357 ნახვა

სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება.

მისივე თქმით, პირს საქართველოს სასამართლოს მიერ სამთვიანი წიანსწარი საექსტრადაციო პატიმრობა აქვს შეფარდებული, რომელიც შეიძლება ორჯერ, მაქსიმუმ სამ-სამი თვით გაგრძელდეს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს თურქეთთან საერთო თანამშრომლობის ბაზა და  ექსტრადირებასთან დაკავშირებით ევროპული კონვენცია აქვს და პროცედურები ამ კონვენციის თითოეული მუხლის დაცვით უნდა წარიმართოს:

"მაქსიმუმი ვადა საექსტრადაციო პატიმრობის არის 9 თვე, ამ პერიოდში თურქეთის სახელმწიფოს მოეთხოვება, წარმოადგინოს სისხლის სამართლის მასალები, რომელიც დაადასტურებდა, რომ  ბრალდებები, რომელიც მის წინაშეა წარდგენილი, ეფუძნება რეალურ ფაქტებს. თურქეთთან გვაქვს საერთო თანამშრომლობის ბაზა, გვაქვს ექსტრადირებასთან დაკავშირებით ევროპული კონვენცია და ამ კონვენციის თითოეული მუხლის დაცვით უნდა წარიმართოს ეს პროცედურები. რა გამოიკვეთება წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი მასალებიდან, ეს ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ მხოლოდ დაკავების ბრძანებაა წარმოდგენილი, რაც არის საკმარისი საფუძველი ევროპული კონვენციის თანახმად, რომ პირს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდოს", - განაცხადა  თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში, 24 მაისს,  დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics