|
2017-05-30 19:22:17, 2547 ნახვა
სამართალი
Meydan TV - თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში გუშინ გაუჩინარდა, ბაქოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ Meydan TV ჟურნალისტის ადვოკატზე ნემატ კარიმლიზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში დააკავეს და მისი გადაყვანა მალულად მოხდა. ამასთან, როგორც მედია წერს, ადვოკატს მასთან არ უშვებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)