|
2017-05-26 14:35:02, 1008 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალს ახალი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დიმიტრი მედოევი დანიშნა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული, 2002-2008 წლებში ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი იყო. 2008-2015 წლებში მოსკოვში ცხინვალის ე.წ. ელჩიც იყო. 2012 წელს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და კრემლის ფავორიტადაც სახელდებოდა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. პოსტზე დიმიტრი მედოევმა მურატ ჯიოევი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრად ზალინა ლალიევა დანიშნა. მანამდე ე.წ. უწყებას მარინა ბესტაევა ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)