|
2017-05-25 14:40:32, 798 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, თერაპევტის, ნევროლოგის, ფსიქონევროლოგისა და ალერგოლოგ-იმუნოლოგის კონსულტაციას, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს. აქციაზე მისულ პაციენტთა ნაწილს საჩუქრად გადაეცემა გლუკომეტრები. ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში მიმდინარე აქციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა სურმანიძე დაესწრნენ. ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი, 26 მაისის ქ. N27-ში მდებარეობს. კლინიკაში ფუნქციონირებს „სიმსუქნის სკოლა“, რაც წონაში უსაფრთხო კლებას გულისხმობს, ასევე ტარდება ულტრასონოგრაფიული კვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია; სარძევე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია; მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია; თირკმლების ულტრასონოგრაფია; ექოსკოპიური კონტროლით ბიოფსია; სპირომეტრია. ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია 2017 წლის 27 მაისსაც ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)