|
2015-04-15 16:47:59, 791 ნახვა
ეკონომიკა
2014 წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5%-ით შემცირდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.2 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 202.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 28.4 მილიონი აშშ დოლარით (62.2 მილიონი ლარით), ანუ 23.5%-ით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 % იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.6% მოდიოდა. საქართველოში 2015 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი (34.3 მილიონი აშშ დოლარი), საბერძნეთი (14.3 მილიონი აშშ დოლარი), იტალია (8.9 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (8.5 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (6.6 მილიონი აშშ დოლარი). ამასთან, 2015 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.4 მლნ აშშ დოლარი (33.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.2 მლნ აშშ დოლარისა (24.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)