15:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 19:22:11, 2201 ნახვა

მსოფლიო
მანჩესტერში ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

მანჩესტერში ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ CBS News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ორგანიზატორი 23 წლის სალმან აბედია.

როგორც მედია წერს, სალმან აბედი ბრიტანელი სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო.

NBC News-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი სტადიონის ტერიტორიაზე ზურგჩანთის მეშვეობით შეიტანა.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics