|
2017-05-23 15:12:04, 882 ნახვა
სხვადასხვა
მინდია ჯანელიძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. სტუმრებმა კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს და საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ. გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა, საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს, დანია-საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის დანიის სამეფო გვარდიის მედალი გადასცა. გენერალ-მაიორი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით, ეს მისი უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)