|
2017-05-23 12:06:19, 693 ნახვა
რეგიონი
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს - „სუს-ი მის გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს“
ფიჩორის დასახლებულ პუნქტში ე.წ. მესაზღვრეებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამოა დაკავებული. რუსი ოკუპანტების თქმით, მამაკაცმა აღნიშნა, რომ ის ტურისტია და ე.წ. საზღვრის შესახებ ინფორმაცირებული არ იყო. დეტალების გასარკვევად "ექსპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული გერმანიის მოქალაქე. "გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად", - განაცხადეს სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)