|
2017-05-16 19:49:49, 3807 ნახვა
საზოგადოება კულტურა
გიორგი კვირიკაშვილი მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის თეატრში დღეს მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს - „12 განრისხებული მამაკაცი" დაესწრო. სპექტაკლში N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა. „შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სპექტაკლის რეჟისურა, ადაპტირებული სცენარი და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორი კი, გურამ ბრეგაძეა. სპექტაკლს რუსთაველის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაყურებელთა რიგებში იმყოფებოდნენ სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და 120-მდე მსჯავრდებული. სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)