12:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 16:22:02, 2392 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა.

როგორც თორდიამ „მოამბეს“ განუცხადა, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

„ეს იყო პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია ჩემს სამსახურებრივ საქმიანობასთან. მითხრა კიდევაც, რომ ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებო, ამის შემდგომ ხუთი ადამიანი დამესხა თავს, ახლა მაქვს ტვინის შერყევა და დაზიანებები სახეზე. ერთი იყო ოთარ ფარცხალაძე, დანარჩენებს არ ვიცნობ. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მან დაიწყო, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და ვადის გასვლის შემდგომ, როგორ უნდა მეცხოვრა. რომ ვუთხარი, გაეაზრებინა, ვის ელაპარაკებოდა, ამის შემდგომ გვერდიდან მომხვდა ხელი, მერე ბევრი ადამიანი უკნიდან და წინიდან მირტყამდა", - დასძინა თორდიამ. 

ცნობისთვის, გუშინ შარდენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამაჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics