|
2017-05-12 18:13:56, 1022 ნახვა
სხვადასხვა
BBC: 2018 წლიდან სმარტფონების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
2018 წლიდან სმარტფონების ბატარეების დამუხტვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი, - შესაბამის სტატიას BBC აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ახალი ტექნოლოგიების ჩვენება პირველად ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე მოხდა, როდესაც ებრაულმა სტარტაპ კომპანიამ StoreDot-მა ახალი ფლეშბატარეების დემონსტრაცია მოაწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დორონ მაიერდორფის თქმით, პროდუქცია ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. ამასთან, ტექნოლოგიების ანალიტიკოსი ბენ ვუდი CCS Insight-დან დარწმუნებული არ არის, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად მოხდება. 2015 წელს დორონ მაიერდორფმა BBC-ის განუცხადა რომ მისი ბატარეები არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებითაა აგებული და ის დენის უფრო სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს. BBC-ის სტატიის თანახმად, ახალი ბატარეების ზოგიერთი ვერსია უფრო სქელი იქნება, ვიდრე სმარტფონის ბატარეები. გარდა ამისა, მაიერდორფის თქმით, პროდუქცია ბაზარზე გასასვლელად უკვე მზად არის. ანალიტიკოსი ბენ ვუდი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს რომ სწრაფმა დატენვამ შეიძლება ბატარეის ხარისხზე იქონიოს გავლენა. ამასთან, მსგავსი ტიპის ბატარეების შექმნაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითად, კომპანია Qualcomm ახლო მომავალში ახალი ტიპის ბატარეებს წარმოადგენს, რომლებიც 5-წუთიანი დატენვის შემდეგ, მუშაობას 5 საათის განმავლობაში შეძლებენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)