|
2017-05-11 18:00:41, 722 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 25-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა გრძელდება. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, დამატებით: 21 ეკომიგრანტ ოჯახს გაეგზავნა შეთავაზებები საცხოვრებელი სახლის მოძიების მიზნით; 2 ოჯახის მიერ შესყიდვის მიზნით წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მონაცემები გადაეგზავნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ტექნიკური მდგომარეობისა და ამ ეტაპზე არსებული საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით; 3 ოჯახს გაუხანგრძლივდა ვადა საცხოვრებელი სახლის მოძიების მიზნით; 5 ოჯახის დამატებითი შესწავლა ეთხოვა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის I კვარტალში, საცხოვრებელი ფართი თანადაფინანსებით 25-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. გასულ წელს ამავე პროგრამით 96-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დამატებით ინფორმაცია პროგრამის შესახებ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/27dbad43c74f44508563a848beae.pdf
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)