01:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 14:44:37, 2256 ნახვა

ეკონომიკა
გლდანში „გორგიას“ ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა "გორგიამ" დღეს  გლდანში (ვეკუას #14) თბილისის მაშტაბით მეორე, ხოლო საქართველოს მაშტაბით  მეხუთე ჰიპერმარკეტი გახსნა.

ღონისძიება ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, გლდანის გამგებლის მოადგილემ,გლდანის დეპუტატმა და უცხოელმა მომწოდებლებმა  გახსნა. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.

მეორე ფილიალის გახნა თბილისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics