23:23 - 26 May, 2026
|
2015-04-10 16:33:59, 727 ნახვა
საზოგადოება
სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა
სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. გარდამოხსნის წესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. გარდამოხსნის წესის შესრულებამდე სადგამი-საფლავი მომზადდა, რომელიც ტაძრის შუაგულშია მოთავსებული.სადგამის გარშემო დალაგებულია აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოები – პასკა, კვერცხი და ჯეჯილი. გარდამოხსნა ეს არის საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში აღდგომამდე იქნება დასვენებული. ამწუთებში კი, სამების ტაძარში უფლის დატირების რიტუალი მიმდინარეობს.სრულდება დავით გურამიშვილის ტექსტზე შექმნილი საგალობელი, რომლითაც უკვე 35 წელია ხდება უფლის დატირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)