|
2017-04-26 22:07:34, 1325 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 აპრილის ანონსი
27 აპრილს, 09:45 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. 27 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი მოსიძე, რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მარნეულის სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან. 27 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მალგოჟატა გოშიევსკასთან და პოლონეთის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან. 27 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება 27 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 27 აპრილს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 27 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 27 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ხელისუფლების, ეკლესიის, მეცნიერების, ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი ნანა ჩხიკვაძე - 599606097 27 აპრილს, 18:30 საათზე, სასტუმრო „მერკურში“ საფრანგეთის საელჩო, საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და კომპანია „პრომოსალონსთან“ პარტნიორობით, ფრანგული გამოფენა-ბაზრობების პრეზენტაციის საღამოს გამართავს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)