|
2017-04-26 17:48:08, 949 ნახვა
რეგიონი
გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო
აჭარაში გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგის მონაწილეობის მსურველებს 28 აპრილის ჩათვლით შეარჩევენ. მათივე ინფორმაციით, გასაუბრებაზე ყურადღება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე, ენის ცოდნასა და მოტივაციაზე მახვილდება. გიდების გადამზადების პროგრამაში ჩართვის მსურველებს 28 აპრილამდე შეუძლიათ გაირონ გასაუბრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. მაისიდან, შერჩეული 60 მოქმედი და დამწყები გიდი მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს. მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია, ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი , მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო, გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი, დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ( სახალვაშო- შუამთა ) ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას მოიცავს, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)