2017-04-26 14:20:18, 2308 ნახვა
მსოფლიო
პარიზში Charlie Hebdo-ზე თავდასხმასთან დაკავშირებით 10 პირი დააკავეს
პარიზის პროკურატურამ 10 პირი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ, 2015 წელს სატირულ გამოცემა Charlie Hebdo-ს ოფისში და სუპერმარკეტში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ ტერორისტს იარაღით ამარაგებდნენ, - ამის შესახებ ABC NEWS იუწყება.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ამელი კულიბალისთვის იარაღის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები.
შეგახსენებთ, 2015 წლის 7 იანვარს, ამელი კულიბალმა პარიზის ერთ-ერთ სუპერმარკეტში 4 მძევალი და ერთი პოლიციელი მოკლა. თავად თავდამსხმელი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. კულიბალი ძმები კოაშების თანამზრახველი იყო, რომლებმაც პარიზში, გამოცემა Charlie Hebdo-ს ოფისში 12 ადამიანი მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან