|
2017-04-26 14:14:35, 2145 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი: ვფლობთ მტკიცებულებებს, რომ სირიაში ასადმა ზარინის გაზი გამოიყენა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეირომის განცხადებით, საფრანგეთი ფლობს მტკიცებულებებს, რომ 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის დროს ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ France24 იუწყება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინციდენტის ადგილას საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა სინჯები აიღეს, რის საფუძველზეც ზემოხსენებულის მტკიცება მოხდა. "არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული მომწამლავი ნივთიერება სირიაში მდებარე ლაბორატორიაში იყო წარმოებული. არანაირი ეჭვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ეკისრება", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, საფრანგეთი ფლობს მონაცემებს, რომ სირიის საჰაერო ძალებმა 6 ავიადარტყმა განახორციელეს. შეგახსენებთ, 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. ამავე თემაზე: ასობით ათასი დაღუპული და მილიონობით ლტოლვილი - სირიის ომის უმძიმესი შედეგები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)