01:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 10:17:25, 2047 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტით ენერგოეფექტურობა წახალისდება

ენერგოეფექტურობის წახალისება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მცხოვრებლებს შეეძლებათ, დაამონტაჟონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოონ ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში ჩაერთონ ელექტროსისტემაში. ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიით მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

„აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ოჯახს უნდა, რომ ჰქონდეს მცირე მიკრო ელექტროსადგურის ან მზის პანელების ელექტროსადგური, ჩვენ რა თქმა უნდა მათ წავახალისებთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მისი თქმით,  „ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს და სტიმულს მისცემს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას".

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური არის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატს არ აღემატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics