|
2017-04-25 13:17:13, 713 ნახვა
რეგიონი
მცხეთაში DCFTA–ს ფარგლებში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლების ორგანიზებით, მცხეთაში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა შედგა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, ევროპასთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი წარმოადგენდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრებეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, პოზიტიური გამოცდილებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, DCFTA-ს ფარგლებში სანიტარული და ფიტოსანიტარულ (SPS) მოთხოვნებზე და სხვა. გენადი არველაძის განცხადებით, ამ საკითხების გათვალისწინება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ექსპორტირების პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ამასთან, ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორის შეკითხვებს უპასუხეს. რეგიონალური სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ რეგიონს მოიცავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)