23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 10:14:31, 744 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებს ჯვარცმის შესახებ აუწყა, სიმდაბლის ნიშნად მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც   უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
 კათოლიკოს-პატრიარქი  წირვის დასრულების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ფეხთ ბანვის რიტუალში, რომლის დროსაც  12 მღვდელთმსახურს ფეხს დაბანს,  სახარების მიხედვით, ისევე როგორც  იესო ქრისტემ სიმდაბლის ნიშნად დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს.
ილია მეორე საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს  ქადაგებით მიმართავს.
დიდ ხუთშაბათს მორწმუნეები განსაკუთრებით ცდილობენ ეზიარონ, რადგან ამ დღეს ქრისტემ პირველად აზიარა თავისი მოწაფეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics