19:20 - 26 May, 2026
|
2017-04-19 13:28:03, 775 ნახვა
რეგიონი
წაბლანაში დაღუპულებს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ
დღეს, 19 აპრილს, 16 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვევა და 1989 წლის 19 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 28 წლის წინ ეკოლოგიური ტრაგედია მოხდა. 1989 წლის 19 აპრილს უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა და სოფელი წაბლანა მეწყერის ქვეშ მოაქცია. ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. მძინარე ადამიანებმა გაღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)