00:48 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 17:57:28, 2819 ნახვა

ეკონომიკა
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 23.5%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 276.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23.5 პროცენტით (21.3 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. სებ-ის ცნობით, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (41.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (39.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics