|
2015-04-08 10:48:15, 1292 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრში JCATS-ის გამოყენებით სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიდმინარეობს
ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება JCATS-ის გამოყენებით მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობის პროცესს, შტაბების მუშაობას გაეცნო და მონაწილეებს რეკომენდაციები მისცა. ერთკვირიანი სწავლება გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორგანიზებით ტარდება და სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მოქმედებების დახვეწას ისახავს მიზნად. სწავლება გასულ კვირას დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე დაგეგმარების სამუშაოები შესრულდა. მეორე ეტაპი საბრძოლო მოქმედებების გათამაშებას ანუ აღსრულების ფაზას მოიცავს, რაც ძირითადად კომპიუტერული სიმულატორების მეშვეობით ხორციელდება. გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულაციური სისტემის გამოყენებით სამეთაურო საშტაბო სწავლებაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. სწავლების დასასრულს, მართვისა და კონტროლის შეფასება, საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირება და ზემდგომ და მეზობელ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის შეფასება მოხდება. აღნიშნული სწავლება „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს. სწავლების მიმდინარეობის პროცესს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა დაესწრნენ.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)