|
2017-04-04 18:28:51, 2162 ნახვა
ეკონომიკა
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმად გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. კითხვაზე, რა იყო მთავრობის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული რეფორმა, გამოკითხულთა 18%-მა ყველაზე წარმატებულად ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმა დაასახელა. მეორე ადგილს ვიზალიბერლიზაცია და განათლების სისტემა 3-3-%-ით იკავებს. კითხვაზე რა იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა, გამოკითხულთა 23% შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს. მეორე ადგილზე ეკონომიკური კრიზისია. 13%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, ხოლო 2% ამბობს, რომ მთავრობას ჩავარდნა არ ქონია. გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები საკუთარ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)