|
2017-04-01 21:33:36, 2249 ნახვა
სამართალი
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებული: ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით
ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენელი, პაატა სვანიძე, ერთ-ერთ დაზარალებულს ხელითაც შეეხო, რაზეც ამჟამად საქმეც არის აღძრული. მისივე თქმით, ყადაღის მოხსნა აუცილებელი არ არის და სხვა მენაშენე აუცილებლად ააშენებს. „პროკურატურას ყველა ქონება დაყადაღებული აქვს და ვთხოვთ, რომ არ მოხსნას არავითარ შემთხვევაში. ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით. რა გარიგება შედგა დამნაშავეებსა და მოსამართლეს შორის, პროკურატურასა და დამნაშავეს შორის, ეს ჩვენ ძალიან გვაინტერესებს“, - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა. დაზარალებული ნინო დარასელის შვილის მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო" „ნინო დარასელის შვილი, ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო. რატომ უნდა ჩამოგვიაროს, ჩვენი გაცნობა უნდა, თუ რამე მუქარას შეიცავს მისი წერილი? ძალიან ვთხოვ, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ ამ ფაქტით“, - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)