00:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 17:11:47, 2657 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 19.7 მილიარდი დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი (-52.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 373.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

„2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.6 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 153.1 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.3 მლრდ აშშ დოლარი (72.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 526.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics