00:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 15:39:08, 2228 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება

1 აპრილს, 14:00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია "EUHack"-ის ორგანიზებით,  პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარება, ცნობადობის ამაღლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.

ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ  განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ან ინოვაციურ პროდუქტებს ინოვაციების სააგენტოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FabLab)  ბაზაზე შექმნიან.

პროფესიული განათლების ჰაკათონი იქნება პირველი ჰაკათონი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

ღონისძიება ჩატარდება  სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, აგრეთვე ჰაკათონის მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და კომპანია ,,ბილაინი''.

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics