|
2017-03-29 13:04:28, 788 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა. სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ცხრა ავტომანქანა. აქედან ხუთი ქობულეთის, ხოლო ოთხი ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პჯდ ცენტრების ავტოპარკის შევსება სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დასრულდება. 2014 წელს სამინისტრომ მაღალი გამავლობის 21 ავტომაქანა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით შეუსყიდა და გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე და ილო ნაკაშიძე. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე და გიორგი მანველიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლები ნადიმ ვარშანიძე და სულხან ევგენიძე. „პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით. სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებით და საკანცელარიო ნივთებით. ასევე გაიზარდა მათი ანაზღაურება მთის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 49 პირველადი ჯანდაცვის ცენტრია“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)