22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 11:21:00, 2383 ნახვა

სამართალი
იური ლუცენკო: საქართველოში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს, - ამის შესახებ ლუცენკო სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ლუცენკო წერს, იგორ კირიუშინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურა მას 2 მილიარდი გრივნის ოდენობის ქონების მითვისებას ედავება.

"კირიუშინი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. დღეს, საქართველოს თემიდამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კირიუშინი 90 დღით დააკავოს, რათა გადაწყდეს მისი ექსტრადირების საკითხი", - წერს გენერალური პროკურორი.

მან ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ქართულ ენაზე მიმართა: „გმადლობთ მეგობრებო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics