22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 09:32:54, 2707 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანი დააკავეს

ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანი დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული პირების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული: 225-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, საიდანაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics