19:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 12:55:25, 1375 ნახვა

საზოგადოება
საკრებულო ელბაქიძის აღმართის რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საპროექტო სამუშაოები  დაიწყო.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულო დღეს გამარტივებული შესყიდვით სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რათა  ტერიტორიის აღდგენა სწრაფად დაიწყოს.

დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ ელბაქიძის აღმართის გზის რეაბილიტაციას, 2-3 თვე დასჭირდება. 

"ჩვენ გუშინვე დავიწყეთ პირველადი  სამუშაოები შესაბამის კომპანიებთან, რომლებთაც ამ ტერიტორიაზე კომუნიკაციები გააჩნიათ. ასევე, პარალელურ რეჟიმში საპროექტო სამუშაოები დაიწყო. დღეს თბილისის საკრებულო გამარტივებული შესყიდვით სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომ სწრფად დაიწყოს ამ ტერიტორიის აღდგენა. რადგან არც ისე მარტივი საინჟინრო მონაკვეთია,   სამუშაოების წარმოებას 2-3 თვე დასჭირდება. ზამთრის სეზონის გათვალისწინებით, შემდეგ სრულიად მოხდება მისი აღდეგნა",-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics