22:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:30:29, 2562 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 228 საწარმოს სიას კიდევ ერთი,  ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო  „ჯეუ გრუპი“ შეემატება. ეს იქნება მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა  3 350 000 ლარია. 

 შპს „ჯეუ გრუპის“ ინფორმაციით, კომპანიამ  ბოლო ორი წლის განმავლობაში  სწრაფი ტემპით განვითარება შეძლო და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა  საგზაო მშენებლობის ინდუსტრიაში. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძინა მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოებაზე. ქარხანა შეძლებს მოამარაგოს საქართველოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ქარხანა არის მობილური და მის დისლოკაციას სჭირდება მხოლოდ ერთკვირიანი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები. 

ამასთანავე, ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო ნედლეულის მოსამარაგებლად შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილმდებარეობის პროექტებზე ადგილობრივი ინერტული მასალების კარიერების ამუშავებაც.  

შპს „ჯეუ გრუპი“, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება,  ქ. თბილისში, თვალჭრელიძის II ჩიხში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics