|
2015-04-03 12:26:46, 497 ნახვა
პოლიტიკა
ალასანიას შეფასებით, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს უარი ათქმევინეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშკერულებას ეხმაურება, რომელზე ხელმოწერაც საფრანგეთში უნდა განხორციელებულიყო. როგორც ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენაზე უარი ათქმევინეს. „მინდა აღვნიშნო თუ კი ჩვენ გვინდა, ავიცილოთ ომი, ამის ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, მშვიდობის დაცვისთვის. ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება. მაგრამ ეს ნება, რომ რეალიზირდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ–ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და მათ არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან“, – აღნიშნა ალასანიამ. მან დეტალურად ახსნა, თუ რა შესაძლებლობები ექნებოდა ქვეყანას თუ კი საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშკერულებას ხელი მოეწრებოდა და აქვე აღნიშნა, რომ დაწყებულ საქმეს საზოგადოებასთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად გააგრძელებს. „ბუნებრივია, მე ვერანაირ დეტალეს ვერ გავამხელ, ამ შეთანხმებით თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული საშუალებები იქნებოდა საქართველოში განლაგებული. მაგრამ ვიტყვი, თუ რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა, თუ კი ეს შესაძლებლობები საქართველოში განთავსდებოდა. პირველი, ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე. სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე და გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოს ომში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებოდით ისეთ საფრთხესთან, როგორიცაა საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები. როგოიცაა ე.წ. ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა მოწინააღმდეგემ“, – აღნიშნა ალასანიამ.
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)