10:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 18:47:37, 515 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა.

"ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რიგის სამიტამდე, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ბრიტანეთში ასევე არის პოზიტიური განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთს ეს არ შეეხება და მას  აქვს საკუთარი სავიზო რეჟიმი. მაგრამ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ აშკარაა და ეს მნიშვნელოვანია",-განაცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატამ 2015 წლის 9 მარტს  ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რის შემდეგაც 2015 წლის 19 მარტს დოკუმენტი  განიხილეს ე.წ. საიდუმლო საბჭოში და იგი ხელმოსაწერად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics