22:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:33:05, 2428 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკური გუნდს და ვიცე- პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. 

„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს.  უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა– სავალუტო ფონდმა  გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავსპირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე – მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართდაფინანსების გაგრძელების კუთხით.  ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაცნიშნავს, რომ 4–პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და  თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო.  საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად  წარმატებით განხორციელდება, რაც  ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალსამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც  და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი", -განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics