|
2017-02-28 22:18:31, 2274 ნახვა
სამართალი
ოხანაშვილი: არის მცდელობა, რომ ციანიდის საქმესთან მე დამაკავშირონ, თითქოს მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი
არის მცდელობა იმისა, რომ მე დამიკავშირონ, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. „მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას. ეს რაც ხდება, სხვანაირი ბრძოლაა და უბრალოდ არ მინდა, რომ ეს.. ცდილობენ, რა თქმა უნდა, ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ის წამოვიდა სამსახურიდან, რომელიც „მისი ცხოვრების ნაწილი იყო“. „მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მრავალი წლის განმავლობაში. ისეთი რაღაცა მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირა გავიდა თითქმის და ბევრ რამეს ჯერ ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი. ის აქვე აღნიშნავს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება მამა გიორგი მამალაძის საქმეს და პატრიარქის უსაფრთხოებას ეხება. სოსო ოხანაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ისეთი საუბარი წავიდა, რომ ის თანამდებობაზე ვეღარ გაჩერდებოდა და ეს ნაბიჯი პატრიარქთან შეთანხმებით გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)