|
2017-02-28 14:26:57, 2442 ნახვა
სამართალი
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზის დაკითხვა გრძელდება
ე.წ მატროსოვის ციხეში "ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულმა, პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარგი წიკლაურმა დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა მისივე თქმით, საგამოძიებო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წიკლაურის თქმით, საგამოძიებო უწყება კმაყოფილია, რომ ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, ჯარგი წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიებას არაერთი შეკითხვა აქვს და ისინი იმედოვნებენ, რომ ბრალდებულისგან ამომწურავ პასუხს მიიღებენ. ”პროკურატურის ამოცანაა საქმეზე მტკიცებულებები შევადაროთ ყველა შესაძლო წყაროსთან. ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომაც გვინდოდა დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო მიეცა ჩვენება, თუმცა კარგია, რომ დღეს გვაძლევს ჩვენებას. ჩვენ არაერთი შეკითხვა გვაქვს, რომელიც დაისმება და იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება ბრალდებულისგან, ჩვენ დამატებით კომენტარებს გავაკეთებთ ამ ჩვენების ირგვლივ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ, საქმეზე საუბარი უფრო დეტალურად შეეძლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)