22:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:33:56, 2236 ნახვა

ეკონომიკა
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, გაითვალისწინოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფაქტორები"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, სამწლიან  გეგმას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ფისკალურ დამონეტარულ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს.

 „ვისაუბრეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა. სოფლის მეურნეობისგანვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

იგეგმება მიწის რეგისტრაციის უფრო გააქტიურება, თუმცა მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ქვეყანაში უფრო სწრაფი და დინამიური რომიყოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას.
ასევე ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის შექმნაზე. მივიჩნევთ, რომ ბიზნესს კომერციული ბანკებიდან სესხის აღების გარდა, უნდა ჰქონდესწვდომა ასევე, კაპიტალის ბაზართან, დამატებითი რესურსის მოსაძიებლად.

მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან ქვეყნის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსუმუშევრობის დონის შემცირებას და დასაქმების ზრდას, მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას.

ეს საკითხი იყო კრიტიკულად განხილვის თემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოსგარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გეგმა, სავალუტო ფონდის მიხედვით, დაახლოებით 3-3,5 %-ია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ესრეალურია, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან თანხვედრაში იყოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics