12:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 19:11:24, 3130 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებზე ტერორისტებმა 70 წლის გერმანელ მძევალს თავი მოჰკვეთეს

ფილიპინებზე „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა მძევალს, 70 წლის გერმანელ იურგენ კანტნერს თავი მოჰკვეთეს, - ამის შესახებ სააგენტო RT საერთაშორისო ორგანიზაცია SITE-ზე დაყრდნობით იუწყება. 
მედია საშუალების ინფორმაციით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჭრის თავს მაჩეტეთი შეიარაღებული ტერორისტი ასაკოვან ადამიანს. 

სააგენტოს ცნობით, „აბუ საიაფის“ ტერორისტებმა გერმანიის მოქალაქე 2016 წლის ნოემბერში მძევლად აიყვანეს. ექსტრემისტები ფილიპინების სამხრეთით კარტნერის კუთვნილ იახტას დაესხნენ თავს.

ტერორისტები კარტნერის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდნენ. მძევალი ფილიპინების ერთ-ერთი გაზეთის რედაქციასთან დააკავშირეს. კარტნერი გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან დახმარებას ითხოვდა.

SITE–ს ცნობით, გამოსასყიდის გადაცემის ვადა, გუშინ, 26 თებერვალს ამოიწურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics