|
2017-02-22 18:03:00, 2742 ნახვა
ეკონომიკა
გაიოზ თალაკვაძემ მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მთავრობის სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება იყო უპრეცენდეტოდ მაღალი, ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების 100% გაიხარჯა ქალაქის და მისი მცხოვრებლების საჭიროებებისადმი წინასწარ გამოცხადებული და დამტკიცებული პრიორიტეტების შესაბამისად. საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტიც მსგავსი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა და დამტკიცდა. „წელს კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით. საქალაქო საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურები შეიმუშავებენ შემოსავლების და ხარჯების ოპტიმიზაციის დამატებით წინადადებებს, რომელთა ნაწილის ასახვაც მიმდინარე წელსვე იქნება შესაძლებელი. დანარჩენი კი სავარაუდოდ უკვე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათვალისწინებული, რომლის მომზადებაშიც უპრეცენდეტოდ დიდი იქნება დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა OGP-ის პროექტის მხარდაჭერით“, - განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)