|
2017-02-21 14:34:22, 1160 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების სერვისის გასაუმჯობესებლად ახალი პროექტები იწყება
დღეს, მსოფლიოში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ამ დღესთან დაკავშირებით რეგიონში მოქმედ გიდებს ახალი პროექტები გააცნო. მათივე ინფორმაციით, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, მაღალმთიანი აჭარის მარშრუტებზე გიდების გადამზადება და გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება - ის ახალი პროექტებია, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო წელს აჭარაში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელებს. პროექტის დეტალები და მიზნები დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გიდების გარდა პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნო. ხარისხის ნიშნის მინიჭება „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ პროექტის ფარგლებში ბათუმის, მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების გიდების მომზადება იგეგმება. პროექტში ჩართულ გიდებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ტრენინგებში ჩაერთონ ან პირდაპირ გავიდნენ ხარისხის ნიშნის მისაღებ გამოცდაზე. გიდების განათლების დონე პროფილურ ტესტირებასა და პრაქტიკულ გამოცდაზე შემოწმდება. ისინი, რომლებიც ყველა გამოცდას წარმატებით გაივლიან გახდებიან ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები. აღნიშნული პროექტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. გიდების გადამზადება მაღალმთიანი აჭარის ცალკეული ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება გიდების გადამზადება. დაინტერესებულ გიდებს შესაძლებლობა მიეცემათ ტრენინგებზე გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კონკრეტული ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გიდები მაჭახელასა და ქედის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადაამზადა. გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარდა ტრენინგებისა, ასევე გეგმავს გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნას. სახელმძღვანელოში აღწერილი იქნება გიდის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული საკითხები, ინფორმაცია პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ. ასევე აჭარაში არსებული ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და მარშრუტების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით თავისი ლინკებითა და საძიებო სისტემებით. წიგნი იქნება პრაქტიკული გზამკვლევი. ის აჭარაში არსებულ ყველა იმ სასწავლებელში დარიგდება, სადაც გიდების გადამზადება ხდება. (NS)
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)