|
2015-04-01 14:54:48, 1394 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაძვის ხის ნერგები რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა და გენერალური შტაბის სხვა მაღალი რანგის ოფიცრებმაც დარგეს. „ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი დაჭრილი მებრძოლები ძალებს აღიდგენენ. ჩვენ პერიოდულად ვახერხებთ, რომ ამ მშვენიერ ადგილზე მათ ოჯახებთან ერთად შეძლონ დასვენება. ამ ცენტრს ძალიან დიდი განვითარების შესაძლებლობა გააჩნია. ჩვენ, სამხედროები ჩვენი მებრძოლების გვერდში ვდგავართ“, - ვახტანგ კაპანაძემ. ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული 13 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. I, II და III ქვეითი ბრიგადის სამხედროები ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი სამხედროებს 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში, ხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)